ამერიკის ვიზის მიღების მსურველებს, შესაძლოა, სოციალური ქსელების პაროლები მოსთხოვონ | Allnews.Ge

ამერიკის ვიზის მიღების მსურველებს, შესაძლოა, სოციალური ქსელების პაროლები მოსთხოვონ

აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს საელჩოებმა შესაძლოა სოციალური ქსელის პაროლები მოსთხოვონ. როგორც აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა ჯონ კელიმ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია უსაფრთხოებისთვის ქვეყანაში ჩამსვლელების მკაცრად შემოწმება.

"თუ ისინი ამერიკაში ჩასვლას მოისურვებენ, ჩვენ უნდა ვნახოთ თუ რა ვებგვერდებს სტუმრობენ ისინი ხშირად, ამიტომაც მათ უნდა მოგვცენ პაროლები", - აღნიშნა კელიმ. მისივე თქმით, თუ ვიზიტის მსურველები პაროლების მიცემაზე უარს იტყვიან, მაშინ მათ აშშ-ში არ შეუშვებენ.

ჯონ კელის ინფორმაციით, ეს მოთხოვნა შესაძლოა შეეხოს შვიდ მუსლიმანურ ქვეყანას. მათ შორის ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალიის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს. შეგახსენებთ, სწორედ ამ ქვეყნებს ეხება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებაც.

რომელი ქვეყნებიდან გადის და რომელ ქვეყნებში შედის ყველაზე მეტი მიგრანტი

 

myquiz