დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება, - ამის შესახე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე განმარტებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე საქართველოს დიპლომატიური მისია იქნება წარმოდგენილი ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში.

"თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან არის ასეთი დღის წესრიგი, რომ ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის დელეგაცია არ ესწრება. ცერემონიას ესწრებიან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და არა მოწვეული სტუმრები, ანუ უცხო ქვეყნის დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეულენი არ არიან", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

myquiz