სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმას მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმას მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ღამის კლუბზე Reina ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმას მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 40 ადამიანია დაჭრილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულთაგან 16 უცხოელია.

ამ დროისთვის პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.

სტამბოლის გუბერნატორმა ვასილ შაჰინმა განაცხადა, რომ თავდასხმა ღამის კლუბზე სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

myquiz