რუსეთში ავიაკასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ | Allnews.Ge

რუსეთში ავიაკასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ

რუსეთში შავი ზღვის აუზში ავიაკასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ. ალექსანდროვის სახელობის დარბაზთან და ოსტანკინოს ტელეცენტრთან ათობით ადამიანი მიდის და გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მიაგებს.

ზღვაში კი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. კატასტროფის მიზეზების დადგენას ცდილობენ ექსპერტთა ჯგუფებიც, რომლებიც შავ ყუთს ეძებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის ძალოვანმა უწყებამ ბორტზე მყოფი 92 -ვე ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის, НТВ-სა და "ზვეზდას" ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 წევრი.

ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის მგზავრებს, კონცერტი სირიაში, რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. საჰაერო ტრანსპორტი სოჭის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, 20 წუთში ჩამოვარდა.

myquiz