ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს შეეხო.

"რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსთსა და საქართველოს შორის, ის კონფლიქტის მერე დაწესდა. მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს მმართველი სტრუქტურებიდან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლის ერთობლივ საფუძველზე, რათა უვიზო რეჟიმის შემოღებით უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნორმალური თანამშრომლობა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხაზით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

myquiz