ვინ გახდა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი | Allnews.Ge

ვინ გახდა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი

კომპანია "ინდიტექსის" დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

"ფორბსის" მონაცემებით, "ინდიტექსის" აქციების ფასი დღეს 2,5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორტეგას ქონებამ 79,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით 80 წლის მილიარდერმა უკან ჩამოიტოვა "მაიკროსოფტის" თანადამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონება 78,5 მილიარდი დოლარია.

ამანსიო ორტეგამ მაშინდელ მეუღლე როზალიასთან ერთად "ზარა" 1975 წელს დააარსა. მოგვიანებით, საფუძველი ჩაუყარა კომპანია "ინდიტექსს", რომელიც "ზარას" გარდა, "მასიმო დუტის" და "ფულ ენ ბეარ" აერთიანებს.

წყარო: bpn.ge

myquiz