თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა | Allnews.Ge

თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, - იუწყება ბრაზილიური O Globo.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზად საწვავის ნაკლებობა სახელდება.

myquiz