ამერიკის სპეცსამსახურები არჩევნების წინა დღეს მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობენ | Allnews.Ge

ამერიკის სპეცსამსახურები არჩევნების წინა დღეს მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობენ

აშშ-ის დაზვერვა "ალ-ქაიდას" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვა ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფებს აფრთხილებს, რომ "ალ-ქაიდამ" ტერაქტები 7 ნოემბერს ამერიკის სამ შტატში შეიძლება განახორციელოს. კერძოდ, საფრთხე მოსალოდნელია ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და ტეხასში. თუმცა, კონკრეტული ადგილები არ სახელდება.

ამასთან, წყაროები აცხადებენ, რომ დაზვერვა ჯერ კიდევ აფასებს ვითარებას და მონაცემები ბოლომდე არ არის დადასტურებული.

myquiz