ნიუ-იორკში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

ნიუ-იორკში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ნიუ-იორკში, შაბათს აფეთქებული ბომბი იმ მოწყობილობის იდენტურია, რომელიც 2013 წელს, ბოსტონის მარათონის დროს ტერორისტებმა აამოქმედეს.

ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში აფეთქებული ბომბი წარმოადგენდა მულტისახარშ ქვაბს, რომელშიც მოთავსებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

შაბათს, ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მოგვიანებით სამართალდამცველებმა ერთ-ერთი რაიონში მეორე ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, დაკავებულია 5 ადამიანი. ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, მომხდარი "ტერორიზმის აქტი" იყო.

2013 წლის აპრილში, ბოსტონის მართონის დროს, ბომბის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაშავდა.

myquiz