ბელგიაში ატომურ ელექტროსადგურებს ანტიტერორისტული დანაყოფები დაიცავენ | Allnews.Ge

ბელგიაში ატომურ ელექტროსადგურებს ანტიტერორისტული დანაყოფები დაიცავენ

ბელგიაში ატომურ ელექტროსადგურებს ანტიტერორისტული დანაყოფები დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, სპეცდანიშნულების ძალების ჯგუფი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას მომავალი წლიდან დაიწყებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, უსაფრთხოების ზონების გაძლიერების ფონზე, ბელგიაში მდებარე ატომური ელექტროსადგურები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არიან აყვანილი. ამჟამად ობიექტებს 140 ჯარისკაცი იცავს.

ბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან თავის დასაცავად აბებს დაურიგებენ

myquiz