კანში მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ
საფრანგეთის ქალაქ კანში, მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი გადწყვეტილება კანის მერმა, დავიდ ლისნარმა მიიღო.
მისი განმარტებით, მუსლიმური დახურული საცურაო კოსტუმი - ე.წ. ბურკინი "ისლამური ექსტრემიზმის" სიმბოლოა და მან შესაძლოა, ფრანგულ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვიოს.
სანქციის თანახმად, აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში მუსლიმ ქალს 38 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა, საცურაო კოსტუმის შეცვლა ან პლიაჟის დატოვება მოუწევს.