ბარაკ ობამას ქალიშვილი თევზის რესტორანში მუშაობს | Allnews.Ge

ბარაკ ობამას ქალიშვილი თევზის რესტორანში მუშაობს

ამერიკულმა პრესამ გაარკვია, როგორ ატარებენ არდადეგებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ქალიშვილები. სანამ უფროსი, 18 წლის მალია მუსიკალურ ფესტივალებზე ერთობა, უმცროსი, 15 წლის საშა უფრო მეტ ინტერესს შრომის მიმართ ავლენს. იგი კუნძულ მარტას-ვინიარდზე მდებარე თევზის რესტორან "ნენსიში" მუშაობს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Boston Herald იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საშას სამუშაო დღე 7:30-ზე იწყება და 11:30-ზე მთავრდება.

ობამას უმცროსი ქალიშვილი საკასო აპარატთან მუშაობს და ექსპრეს-ფანჯარაში საკვებს გასცემს. გარდა ამისა, მის მოვალეობაში დარბაზის მოწესრიგება და მაგიდების დასუფთავებაც შედის.

"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს

გოგონას უსაფრთხოებას საიდუმლო სამსახურის 6 აგენტი იცავს. Boston Herald-ის მონაცემებით, ისინი მანქანაში და რესტორანის მახლობლად მორიგეობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ რესტორანი "ნენსი" მარტას-ვინიარდზე ობამების ოჯახის საყვარელ დაწესებულებად ითვლება, ისინი "ნენსის" შვებულების დროს რეგულარულად სტუმრობენ.

ჭორების მიხედვით, ბარაკ ობამა დაწესებულების მფლობელთან მეგობრობს.

ჟურნალისტების აზრით, გოგონას რესტორანში 6 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემუშავა. სავარაუდოდ, ამ დღეს მარტას-ვინიარდზე მისი მშობლები ჩამოვლენ და კუნძულზე ორკვირიან შვებულებას გაატარებენ.

myquiz