ნადეჟდა სავჩენკო დატყვევებული უკრაინელების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს | Allnews.Ge

ნადეჟდა სავჩენკო დატყვევებული უკრაინელების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

ნადეჟდა სავჩენკო რუსეთსა და დონბასში დატყვევებული უკრაინელების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ თავად სავჩენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას "მთელი მსოფლიოს ხელისუფლებების უმოქმედობაზე" საპასუხოდ მიმართავს და შიმშილობას "დადებითი შედეგის" მიღებამდე გააგრძელებს.

სავჩენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ტყვეების გაცვლა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა მისი ინიციატივა უპასუხოდ დარჩა.

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში დაახლოებით 2 თვის წინ, რუსეთში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა.

myquiz