სამხრეთ კორეაში არაფრის კეთების ჩემპიონატი გაიმართა | Allnews.Ge

სამხრეთ კორეაში არაფრის კეთების ჩემპიონატი გაიმართა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ყოველწლიური კონკურსი Space Out გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს არაფრისკეთებაში ეჯიბრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ეკრძალებოდათ ნებისმიერი ქმედება: ტელეფონით სარგებლობა, საათის შემოწმება, სიცილი და ძილიც კი.

მსაჯთა კოლეგია აკვირდებოდა მონაწილეებს და წესების დამრღვევებს კონკურსიდან ხსნიდა.

ყოველ 15 წუთში ერთხელ, მონაწილეების სიმშვიდის დონეს გულისცემის გაზომვის გზით ადგენდნენ. კონკურსში გამარჯვება ადგილობრივმა რეპერმა, შინ ხიო სობმა მოიპოვა, რომელსაც ყველაზე მშვიდი პულსი ჰქონდა.

წელს კონკურსში 70 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მობილურ ტელეფონებს ძალიან დიდ დროს უთმობენ.

კონკურსი Space Out კორეელმა მხატვარმა ვუპს იანმა გამოიგონა. იგი პირველად 2014 წელს ჩატარდა.

myquiz