რუსი გულშემატკივრის თქმით, საფეხბურთო დაპირისპირებებში გაწვრთნილი მებრძოლები მონაწილეობენ | Allnews.Ge

რუსი გულშემატკივრის თქმით, საფეხბურთო დაპირისპირებებში გაწვრთნილი მებრძოლები მონაწილეობენ

ევრო-2016-ის ფარგლებში რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივრების დაპირისპირების საკითხით "ინდეფენდენთი" დაინტერესდა.

ბრიტანულმა გამოცემამ ექსკლუზიური ინფორმაცია რუსეთის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოსული რუსეთის მოქალაქის ნიკოლაისგან მიიღო.

ნიკოლაიმ ინტერივიუში განაცხადა, რომ მარსელის დაპირისპირებებში რუსი გულშემტკივრების სახელით გაწვრთნილი მებრძოლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სამშობლოში არაერთ ძალადობრივ ქმედებაში არიან ჩართულნი.

ნიკოლაი ამტკიცებს, რომ ის არ არის ორგანიზებული საფეხბურთო დაჯგუფების წევრი და საფრანგეთშიც თამაშის სანახავად ჩამოვიდა, თუმცა მან აღნიშნა, რომ კარგად იცნობს რუსეთში ჩამოყალიბებულ საფეხბურთო დაჯგუფებებს.

რუსეთის ნაკრებმა ევრო-2016-ზე "დისკვალიფიკაცია" მიიღო

"შესაძლოა ეს დასავლეთში ცნობილი ფაქტი არ არის, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ამ დაჯგუფებების გამო, საკმაოდ, რთულ ვითარებაშია. დაპირისპირებები მოედნებსა და ქალაქის ქუჩებში აღარ ხდება, ისინი ახლა ჩხუბებს ქალაქის გარეთ, ტყეებში აწყობენ. დაჯგუფების წევრები ვარჯიშობენ და ემზადებიან ამ დაპირისპირებებისთვის."- ამბობს რუსი გულშემატკივარი.

ნიკოლაის თქმით, საფრანგეთის დაცვის სამსახურმა დაპირისპირების მომხრეების ქცევა უნდა შეისწავლოს. გულშემატკივრის განმარტებით, მედიაც ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ბევრ საკითხს არასწორად უდგება.

ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

ნიკოლაის თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მედიის წარმომადგენლები ყველას "რადიკალს" უწოდებენ და არ ითვალისწინებენ, რომ  ნამდვილი მებრძოლები საკუთარ თავს სახელს არ არქმევენ. ნიკოლაის თქმით, "რადიკალები" ბევრს ხმაურობენ და ნაკლები ზიანი მოაქვთ ამ დაპირისპირებების უკან მდგარი ნამდვილი მებრძოლებისგან განსხვავებით.

myquiz