ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ | Allnews.Ge

ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

საფრანგეთში ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები დაპირისპირებას განაგრძობენ. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ამჯერად, მათ ქალაქ ლილიში იჩხუბეს.

კორესპოდენტის თქმით, რუსმა გულშემატკივრებმა იმ კაფეს გვერდით ჩაუარეს, სადაც ინგლისელები იმყოფებოდნენ. გულშემატკივრებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დაიწყეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავემა ვითარების განეიტრალება შეძლეს. პოლიციის თანამშრომლებმა ორი რუსი გულშემატკივარი დააპიტიმრეს. "დეილი მეილის" კორესპოდენტის ცნობით, ინგლისელი გულშემატკივრების პროვოცირება რუსებმა გამოიწვიეს.

რუსეთის ნაკრებმა ევრო-2016-ზე "დისკვალიფიკაცია" მიიღო

დღეს ლილიში რუსეთ-სლოვაკეთის მატჩი გაიმართებ, ხვალ კი მეზობელ ქალაქ ლანსიში ერთმანეთს ინგლისი და უელსი შეხვდებიან.

 

myquiz