მსოფლიო მასშტაბით ბირთვული განიარაღების პროცესი შენელდა | Allnews.Ge

მსოფლიო მასშტაბით ბირთვული განიარაღების პროცესი შენელდა

მსოფლიო მასშტაბით ბირთვული განიარაღების პროცესი შენელდა. ასეთია სტოკჰოლმის კვლევითი ინსტიტუტის, SIPRI-ის ანგარიში.

კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ბირთვული სახელმწიფოები ბირთვულ არსენალს თანდათანობით ამცირებენ, თუმცა პარალელურად, აქტიურად ახდენენ მის მოდერნიზებას.

SIPRI-ის მონაცემებით, ბირთვულ სახელმწიფოებს 15 395 ბირთვული ქობინი აქვთ, რაც 2015 წელთან შედარებით 455-ით ნაკლებია.

აქედან ბირთვული იარაღის 93%-ს აშშ და რუსეთი ფლობენ, დანარჩენი 7% კი განაწილებულია საფრანგეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, პაკისტანს, ინდოეთს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას შორის.

SIPRI-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2024 წლამდე აშშ ბირთვული არსენალის მოდერნიზებისთვის 348 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.

myquiz