დონალდ ტრამპი მუსლიმების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას კვლავ მოითხოვს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი მუსლიმების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას კვლავ მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ მუსლიმებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალოს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდას ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა.

. ჩვენი ხელისუფლება სუსტი და არაეფექტურია. მოგიწოდებთ აკრძალვისკენ, ამ საკითხში ხისტი პოზიციაა საჭირო", - წერს ტრამპი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში.

გუშინ ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, დაიჭრა 53.

myquiz