უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რასისტულ ქმედებებში ადანაშაულებს | Allnews.Ge

უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რასისტულ ქმედებებში ადანაშაულებს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ფეხბურთის გულშემატკივრების დაპირისპირების გამო უეფა-მ რუსეთთან მიმართებაში დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო.

უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს არეულობაში, რასისტულ ქმედებებსა და პიროტექნიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უეფა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებს.

გუშინ, მარსელის სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი მეტოქის გუნდის მხარდამჭერებს დაესხა თავს. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ფეხბურთის გულშემატკივრების დასაშლელად ფრანგულ პოლიციას ორჯერ მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

myquiz