ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია | Allnews.Ge

ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

აშშ-ის ფლორიდის შტატში თავდამსხმელი, რომელმაც ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა, ვრცელდება ინფორმაცია 20-ზე მეტ დაჭრილზე.

ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, იმ ღამის კლუბში მოხდა, სადაც ძირითადად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოსურათების თანახმად, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები.

myquiz