შვეიცარიის მოსახლეობამ თვიურ 2500 დოლარიან ხელფასზე უარი თქვა | Allnews.Ge

შვეიცარიის მოსახლეობამ თვიურ 2500 დოლარიან ხელფასზე უარი თქვა

შვეიცარიაში რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, მოსახლეობის 78%-მა  2500 დოლარის ოდენობის მუდმივ ყოველთვიურ შემოსავალზე უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს აინტერესებდა, როგორიც ფინეთი და ჰოლანდიაა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა შვეიცარია გახდა.

დამკვირვებლების განმარტებით, რეფერენდუმის კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო - დასმულ კითხვაში ყოველთვიური მუდმივი ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ იყო.

მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება.

შვეიცარიის მთავრობამ ქვეყნის ყველა მოქალაქე შესაძლოა, 2 500 ფრანკით უზრუნველყოს

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, შვეიცარიის არც ერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა "პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას" დაკარგავდა.