ბოლივიაში პოლიციამ შშმ პირები დაარბია | Allnews.Ge

ბოლივიაში პოლიციამ შშმ პირები დაარბია

ბოლივიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

"ჩვენ შორის არიან დაშავებულები, პოლიციამ ძალა გამოიყენა და ჩვენი დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქალაქ ლა-პასის ქუჩებში გამოსული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ადაპტირებულ გარემოსა და თანასწორობას მოითხოვდნენ.

myquiz