პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში შესაძლოა უახლოეს ხანში დაბრუნდეს | Allnews.Ge

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში შესაძლოა უახლოეს ხანში დაბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში შესაძლოა უახლოეს კვირებში დაბრუნდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, როგორც პოროშენკომ განაცხადა, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას შეძლო ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება.

"ჩვენ პირველად საუბრის შედეგად დავინახეთ სინათლე გვირაბის ბოლოს", - აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კრემლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე კი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სავჩენკოსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის.

ნადეჟდა სავჩენკოს გასულ თვეს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ედება ბრალი, რასაც თავად სავჩენკო კატეგორიულად უარყოფს.

myquiz