ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება | Allnews.Ge

ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ცნობით, 11-დღიანი ე.წ მშრალი შიმშილობის გამო უკრაინელ მფრინავს გაუწყლოების სიმპტომები აქვს.

როგორც ნადია სავჩენკოს და, ვირა სავჩენკო აცხადებს, რუსეთის ციხეში მყოფ უკრაინელ მფრინავს სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. პილოტის დედა მარია სავჩნეკო კი, უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს მისი შვილის გათავისუფლების პროცესი.

ნადეჟდა სავჩენკო 6 აპრილის შემდეგ წყალსა და საკვებს აღარ იღებს. იგი რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, რომელიც სწორედ 6 აპრილიდან შევიდა ძალაში. უკრაინელ მფრინავს რუსეთში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს.

myquiz