ნადეჟდა სავჩენკომ ე.წ. მშრალი შიმშილობა დაიწყო | Allnews.Ge

ნადეჟდა სავჩენკომ ე.წ. მშრალი შიმშილობა დაიწყო

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთში გასულ თვეს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ე.წ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, მისმა ადვოკატმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

სავჩენკოს მოსკოვი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებს, რასაც თავად მფრინავი კატეგორიულად უარყოფს. მან უარი განაცხადა ვერდიქტის გასაჩივრებაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი არალეგიტიმურია.

როგორც სავჩენკოს ადვოკატი აცხადებს, ბრლადებული ითხოვს უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

სავჩენკოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარდაჭერის შეტყობინება გაუგზავნა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მის გათავისუფლებას. პოროშენკოს თქმით, სამართალი ბოლოს აუცილებლად აღსრულდება. საპასუხოდ სავჩენკომ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს.

myquiz