სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო | Allnews.Ge

სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფირნავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

სასამართლომ საბრალდებო აქტი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ვერდიქტის გამოცხადების დროს სავჩენკო უკრაინულ სიმღერას მღეროდა. ჯერ უცნობია, რამდენ წელს მიუსჯის სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოს, რადგან მოსამართლეს საბრალდებო აქტი ბოლომდე არ ჩაუკითხავს.

თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.

myquiz