რუსეთის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო | Allnews.Ge

რუსეთის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო

რუსეთის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

ვერდიქტის თანახმად, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში გამოაცხადა.

"სავჩენკომ განახორციელა მკვლელობა სიძულვილისა და მტრობის მოტივით", - განაცხადა მოსამართლემ.

განაჩენის თანახმად, სავჩენკომ დანაშაულებრივი ქმედება ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლების და ზოგადად, რუსულენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო განახორციელა.

myquiz