Vanilla Sky შიდა ფრენებს მაისის ბოლოდან დაიწყებს- რა ღირს ბილეთები | Allnews.Ge

Vanilla Sky შიდა ფრენებს მაისის ბოლოდან დაიწყებს- რა ღირს ბილეთები

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა. ირკვევა, რომ იგეგმება მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატება. წინადადებების მიღება 2 მაისიდან იწყება.

საავიაციო სექტორის წარმომადგენლები „ბიზნესპრენიუსთან“ საუბარში აკრიტიკებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას შიდა ფრენების გაფართოების შესახებ და ამბობდნენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, შიდა ფრენებზე კი მგზავრები არ ჰყავთ.

„ბიზნესპრესნიუსს“ მკითხველები მომართავენ და აღნიშნავენ, რომ შიდა ფრენებზე ფასები მაღალია, ხოლო ბილეთების შეძენა კი შეფერხებით ხორციელდება.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და რეგულარული შიდა ფრენები, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, უპერსპექტივოა. აჯობებს ეს თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდეს“, - წერს „ბიზნესპრესნიუსის“ მკითხველი ჩვენს ვებ-გვერდზე.

რა ღირს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით შიდა ფრენები და როგორც ხორციელდება ბილეთების შეძენის პროცესი?

კომპანიის საიტზე წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, აპრილსა და მაისში ერთი გზის ფასი ზრდასრული მგზავრისთვის ასე გამოიყურება:

  • ამბროლაური-ნატახტარი - 50 ლარი
  • ბათუმი-ნატახტარი - 125 ლარი
  • ქუთაისი-მესტია - 50 ლარი
  • მესტია-ნატახტარი - 90 ლარი

რაც შეეხება თბილისი-ბათუმის რეისს, ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში სულ 2 დღის განრიგი იყო მოცემული, თუმცა თავისუფალი ადგილები არ ფიქსირდება.

myquiz