სად მოგზაურობდნენ ქართველები ყველაზე ხშირად 2023 წელს? | Allnews.Ge

სად მოგზაურობდნენ ქართველები ყველაზე ხშირად 2023 წელს?

2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

მონაცემების თანახმად, 2023 წელს ქართველი ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და რუსეთი (12%).

რაც შეეხება გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებს 2023 წელს 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ამასთან, ცვლილებები შეიმჩნევა დანახარჯების განაწილებაში, კერძოდ, საყიდლების წილი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო კვების წილი შემცირდა. იხილეთ სრულად

myquiz