დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა - რა თანხის გადახდა მოუწევთ ტურისტებს? | Allnews.Ge

დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა - რა თანხის გადახდა მოუწევთ ტურისტებს?

იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აია- სოფიაში შესვლის საფასური 25 ევროს ექვივალენტი იქნება. ამასთან, მედიის ინფორმაციით, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

myquiz