„ჯორჯიან ეარვეისი“ სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს იწყებს | Allnews.Ge

„ჯორჯიან ეარვეისი“ სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს იწყებს

მოსკოვის შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისი“ მეორე რუსულ მიმართულებას ამატებს და ფრენას პეტერბურგის მიმართულებით იწყებს.

კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების შეძენა 10 დეკემბრიდანაა შესაძლებელი. ბილეთის საწყისი ფასი კი 781 ლარია.

რუსეთის მიერ ავია-სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ 20 მაისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოიკოტი მოჰყვა.

myquiz