ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიის არქიტექტურული მარგალიტი, რომელიც ექსცენტრიულმა მეფემ ააშენა | Allnews.Ge

ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიის არქიტექტურული მარგალიტი, რომელიც ექსცენტრიულმა მეფემ ააშენა

ბავარიის მეფე ლუდვიგ II-მ, რომელსაც ხშრად გიჟად, ექსცენტრიულად და მეზღაპრედაც კი მოიხსენიებდნენ, 1800-იანი წლების მეორე ნახევარში ალპების ერთ-ერთ კლდოვან ბორცვზე, ჰოჰენშვანგაუჩის მახლობლად, თავისი ოცნების სასახლე ააგო, რომელიც მილიონობით ადამიანის ფანტაზიის საგანი გახდა, ისინი გერმანიაში თუნდაც იმიტომ ჩადიან, რომ ეს საოცარ სასახლე საკუთარი თვალით ნახონ.

ნაგებობას სამართლიანად უწოდებენ ინოვაციურს და კრეატიულს, გენიოსი ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე ლამაზ ქმნილებას, რომელიც არა პოლიტიკური არასტაბილურობის ან ომის ეპოქაში შეიქმნა თავშესაფრის მიზნით, არამედ - ესთეტიკური სიამოვნებისთვის.

lu3-1700120801.jpg

ნოიშვანშტაინის სასახლე ბავარიის არქიტექტურული მარგალიტია, რომელიც თვალშისაცემია 150 წლის შემდეგაც კი. იგი მთის მწვერვალზე მდებარეობს, საიდანაც ფანტასტიკური ხედები იშლება ჰოჰენშვანაუს ხეობაზე, ბავარიის ალპებზე და მშვიდი ალფსის ტბაზე.

lu2-1700120832.jpg

სწორედ ამ ხედებმა და ამ სასახლემ შთააგონა უოლტ დისნეი, შეექმნა მძინარე მზეთუნახავის საკულტო სასახლე.ნოიშვანშტაინის სასახლის ისტორია 1860-იან წლებში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მეფე ლუდვიგ II, სულ რაღაც 18 წლის, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის, ჰოენშვანგაუს ნანგრევების აღსადგენად გაემგზავრა. როგორც გაირკვა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამ კლდოვან ბორცვზე, სადაც დღეს ნოიშვანშტაინის სასახლე იწონებს თავს, ორი პატარა ციხესიმაგრე იდგა. იხილეთ სრულად

myquiz