რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა მიმდინარე წელს საქართველოში? | Allnews.Ge

რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა მიმდინარე წელს საქართველოში?

2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იანვარი-სექტემბრის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

სააანგარიშო პერიოდში საქართველოს ყველაზე მეტი მოგზაური - 1 149 053, ისევ რუსეთიდან ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 47.3%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.7%-ით ჩამორჩება.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოს - 780 339, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 205 974 მოგზაური ეწვია.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, ტოპ-3 ქვეყანას შორის, რუსეთის გარდა, ხვდებიან თურქეთი და სომხეთი.

myquiz