რა ეღირება ფრენა მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, რომელსაც Red Wings-ი ნოემბრიდან განახორციელებს? | Allnews.Ge

რა ეღირება ფრენა მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, რომელსაც Red Wings-ი ნოემბრიდან განახორციელებს?

ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ პირველი რეისი 3 ნოემბერს შესრულდება.

3 ნოემბრისთვის ბილეთის შეძენა კომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია და ის 247 დოლარად არის შესაძლებელი. ცნობისათვის, მომდევნო რიცხვებში ფრენის ფასი მკვეთრად კლებულობს და ის 123 დოლარიდან 193 დოლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ფრენები „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში სამჯერ განხორციელდება, მოგვიანებით კი მათი სიხშირე 5-მდე გაიზრდება.

bpn.ge

myquiz