რა ღირს ფრენა თელავივიდან თბილისამდე და რა განმარტებას აკეთებს „ჯორჯიან ეარვეისი" გაძვირებულ ავიარეისებზე? | Allnews.Ge

რა ღირს ფრენა თელავივიდან თბილისამდე და რა განმარტებას აკეთებს „ჯორჯიან ეარვეისი" გაძვირებულ ავიარეისებზე?

მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჯორჯიან ეარვეისი" თელავივიდან თბილისში და უკან, ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. ეკონომ კლასის ფასი 10 ოქტომბერს 1009 ლარია. 11 ოქტომბრის რეისზე კი, მხოლოდ ბიზნეს კლასის 5 ბილეთია დარჩენილი და ღირებულება 2 097 ლარს შეადგენს. მათივე ოფიციალური გვერდის მიხედვით, არასაომარ ვითარებაში, თელავივიდან თბილისამდე ბიზნეს კლასის ღირებულება 1 662 ლარს არ აღემატება, ხოლო მთელი ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთში ეკონომის მაქსიმალური ღირებულება 790 ლარია.

Israel Airlines-ის შემთხვევაში, უახლოესი რეისი, სადაც ბილეთის ყიდვა შეიძლება, 11 ოქტომბერია და ფასი 743 ლარია. 12 ოქტომბრის ფასი კი, ეკონომ-კლასის შეძენის შემთხვევაში, 593 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ქუთაისს, ოქტომბრის განმავლობაში, იქ ისრაელიდან პირდაპირი ფრენა არ იძებნება.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ავიაკომპანიამ ბილეთის ფასი გაზარდა.

„ძვირფასო მგზავრებო, სოც.ქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა. იხილეთ სრულად

myquiz