ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს - რა მიზეზებს ასახელებს ევროკომისია | Allnews.Ge

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს - რა მიზეზებს ასახელებს ევროკომისია

ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის ეფექ­ტუ­რად აღ­საკ­ვე­თად, მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის ხე­ლახ­ლა შე­ფა­სე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა მოხ­დეს.

ევ­რო­კო­მი­სია კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­მარ­თავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან და ევ­რო­პულ საბ­ჭოს­თან იმა­ზე, თუ რო­გორ გა­აძ­ლი­ე­რონ უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რის შემ­დგო­მაც, კო­მი­სია 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას წა­რად­გენს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ევ­რო­კო­მი­სია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პრეს-რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნავს, უვი­ზო მი­მოს­ვლას მო­აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი სარ­გე­ბე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის­თვის.

ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­კო­მი­სია დას­ძენს, რომ გა­სულ­მა წლებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლი­დან შე­საძ­ლოა წარ­მო­იქ­მნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიგ­რა­ცი­უ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

ამას­თან, ევ­რო­კო­მი­სია აცხა­დებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კას­თან არა­საკ­მა­რის­მა შე­სა­ბა­მი­სო­ბამ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის მქო­ნე ქვე­ყა­ნა შე­საძ­ლოა სატ­რან­ზი­ტო ჰა­ბად გა­და­აქ­ცი­ოს ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლის მა­გა­ლი­თად და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ის ქვეყ­ნე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი აქვს და რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის მიერ 2022 წელს ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­სას­ვლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

სა­კი­თხზე ევ­რო­კო­მი­სი­ა­სა და და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ, უვი­ზო რე­ჟიმ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მხრივ, არ­სე­ბი­თი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვა მოხ­და. შე­დე­გად კი, ევ­რო­კო­მი­სი­ის ცნო­ბით, არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცია ევ­რო­კავ­შირ­ში შემ­ცირ­და.

myquiz