ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს | Allnews.Ge

ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს

ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესმდივანმა იაჰია იუსთუნმა გაავრცელა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა თურქეთის 14 და ევროპის 16 ქალაქს შორის აღდგება, დროთა განმავლობაში კი სხვა მიმათულებებლი ეტაპობრივად დაემატება. ამასთან, პრესმდივნის განმარტებით აეროპორტებსა და თვითმფირნავის ბორტზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

Turkish Airlines მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც ავიარეისებს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.

myquiz