10 ქალაქი, სადაც ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ - Mastercard-ის რეიტინგი | Allnews.Ge

10 ქალაქი, სადაც ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ - Mastercard-ის რეიტინგი

საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Mastercard-მა ყოველწლიური რეიტინგი - Mastercard Global Destination Cities გამოაქვეყნა.

რეიტინგში ყველა ის ქალაქი მოხვდა, სადაც ყველაზე მეტ შემოსავალს სწორედ ტურიზმის სექტორიდან იღებენ და შესაბამისად, სადაც ტურისტები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.

გთავაზობთ 10 ქალაქს, რომლებმა ტურიზმისგან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

დუბაი - რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი დუბაი, სადაც ტურისტებმა წლის განმავლობაში 29.7 მლრდ დოლარი დახარჯეს. ტურისტის დღიური ხარჯი კი 537 დოლარს შეადგენს. დუბაი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი სავაჭრო ტურისტული ცენტრია.

მექა - მეორე ადგილზე საუდის არაბეთის ქალაქი მექა მოხვდა. 2017 წელს ტურისტებმა 18.45 მლრდ დოლარი დახარჯეს, რაც საშუალოდ დღეში 135 დოლარს ნიშნავს. მექა მუსულმანების წმინდა ქალაქია. ქალაქის ცენტრში მსოფლიოში უდიდესი და მთავარი მეჩეთი მდებარეობს.

ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი სიაში მესამე ადგილზეა. ამ ქალაქში ტურისტებმა 2017 წელს 17.45 მლრდ დოლარი დახარჯეს, ეს იმას ნიშნავს დღეში ერთი ტურისტი საშუალოდ 153 დოლარს ხარჯავს. ლონდონის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორს სწორედ ტურიზმი წარმოადგენს, სადაც წლიური ბრუნვა 15 მლრდ სტერლინგზე მეტია. ყოველწლიურად ლონდონს 27 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

სინგაპური - ქალაქ სახელმწიფო სინგაპური მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ სახელმწიფოა და აზიაში მდებარეობს. 2017 წელს ტურისტებმა სინგაპურში 17.02 მლრდ დოლარი დახარჯეს, რაც დღეში საშუალოდ 286 დოლარია. სინგაპური ტურისტებს ეკოლოგიური სისუფთავის და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებით იზიდავს.

ბანგკოკი - ათეულში ასევე მოხვდა ტაილანდის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი ბანგკოკიც. ამ ქალაქში 2017 წელს ტურისტებმა 16.36 მლრდ დოლარი დახარჯეს. დღეში საშუალოდ 173 დოლარია.

ნიუ-იორკი - ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ნიუ-იორკში 2017 წელს ტურისტებმა 16.10 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმა ტურისტმა დღეში 147 დოლარი დახარჯა. განაგრძეთ კითხვა

myquiz