დაათვალიერეთ ჰიმალაებში ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მაღლა მდებარე აეროპორტი, რომელიც ახლახან გაიხსნა | Allnews.Ge

დაათვალიერეთ ჰიმალაებში ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მაღლა მდებარე აეროპორტი, რომელიც ახლახან გაიხსნა

ინდოეთის მეასე აეროპორტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სიკიმის შტატში გახსნა BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყოს.

სიკიმი ჰიმალაებში მდებარე ყოფილი სამეფოა. მას 8 მაღალმთიანი უღელტეხილი აკავშირებს ტიბეტთან, ნეპალთან და ბუტანთან.

ამ შტატში მდებარეობს მსოფლიოში სიმაღლით მესამე მთა კანჩენჯანგა.

სიკიმის შტატში გახსნილ პირველ აეროპორტს ბევრი უკვე არქიტექტურულ სასწაულად მოიხსენიებს. ის ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრის მანძილზეა და ზღვის დონიდან 1371 მეტრზე მდებარეობს.

აეროპორტის ტერმინალს ერთდროულად 100 მგზავრის მიღება შეუძლია, იქ ასევე არის საპარკინგე სივრცე, რომელიც 50 ავტომანქანას იტევს.

ასაფრენი ბილიკის ორივე მხარეს, რომლის სიგრძე 1,75 კილომეტრია, ხეობები მდებარეობს. ასაფრენ ბილიკს 9 წლის განმავლობაში აშენებდნენ.

ინდური სამშენებლო კომპანია Punj Lloyd-ის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, რთულმა რელიეფმა და ცუდმა ამინდმა პროექტი ძალიან რთული, თუმცა, ამავდროულად საინტერესო გახადა.

ინჟინრების განმარტებით, მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მიწაზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინათ და ვიწრო ხეობების გავლით აღჭურვილობა აეტანათ. ამ ყველაფერს ამინდი განსაკუთრებით ართულებდა, რადგან შტატში აპრილიდან სექტემბრის ჩათლით წვიმის სეზონია.

ერთადერთი აეროპორტი, სადაც თვითმფრინავები სანაპიროზე ეშვებიან

აეროპორტისთვის განკუთვნილი ადგილი ფაქტობრივად მთიდან სპეციალური გეოტექნიკური ინჟინრული სამუშაოს ჩატარების შედეგად გამოჭრეს.

აეროპორტი კომერციული რეისების განხორციელებას 4 ოქტომბრიდან დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ აეროპორტი რეგიონში ტურისტები ნაკადს გაზრდის.

myquiz