უჩვეულო ქალაქი, რომლამდეც მზის სხივები მხოლოდ გიგანტური სარკეების წყალობით აღწევს | Allnews.Ge

უჩვეულო ქალაქი, რომლამდეც მზის სხივები მხოლოდ გიგანტური სარკეების წყალობით აღწევს

გიგანტური სარკეები რომ არა, ეს ნორვეგიული ქალაქი ზამთარში მზის სხივების გარეშე დარჩებოდა. ქალაქი რიუკანი გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რის გამოც დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მზის სხივები ქალაქს ვერ სწვდება.

იქ მცხოვრებლებს სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ჩდილში უწევდათ ცხოვრება.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ ქალაქში უკვე დაამონტაჟეს 3 გიგანტური სარკე, რაც საშუალებას იძლევა მზის სხივებმა არეკვლის შედეგად ქალაქის მთავარ მოედნამდე ჩააღწიოს. სარკეების წყალობით წარმოიქმნება 600კვ.მ მოცულობის სხივების აუზი.

გიგზანტურმა სარკეებმა ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურობა უკეთესი გახადა.

5266ccfbeab8ea5d5ef2845a-1634381394.jpg

სარკეები მზის და ქარის ენერგიაზე მუშაობს და 850 000 დოლარი ჯდება მათი დამონტაჟება.

ქალაქის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სარკეები იქ მცხოვრებლების ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს და მოიზიდავს მეტ ვიზიტორს.

ამჟამად ქალაქ რიუკანში 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

myquiz