ქალაქები მსოფლიოში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია | Allnews.Ge

ქალაქები მსოფლიოში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია

მსოფლიოში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არსებობს ისეთი ქალაქები, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია.  გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც მანქანით შესვლა არ არის დაშვებული.

ჰიტჰორნი, ჰოლანდია

ამ სოფელს მეორენაირად "ჰოლანდიურ ვენეციას" უწოდებენ. აქ სახლებს შორის ხის ხიდებია გადებული, რომლებიც საკმაოდ მაღალია, რადგან მათ ქვეშ ნავები გაეტიოს. ჰიტჰორნში აღნიშნული სატრანსპორტო სისტემა ბუნებრივი პირობებით ჩამოყალიბდა. ამ ქალაქში დიდი რაოდენობით ტორფი ყოფილა, რომლის აღმოჩენის შემდეგაც მოსახლეობამ მისი თვითნებური ამოთხრა დაიწყო, შედეგად კი გაჩნდა დიდი ღრმულები, სადაც წყალი დაგროვდა. სწორედ ამიტომ იქაურებმა უარი თქვეს ავტომობილებზე და

გადავიდნენ წყლის ტრანსპორტზე.

ცერმატი, შვეიცარია

ამ სოფელში, რომელიც შვეიცარიის ალპებში მდებარეობს, ავტომობილით შესვლას ასევე ვერ მოახერხებთ. აქ კანონით ავტომობილები აკრძალულია, ვინაიდან ისინი ჰაერს აბინძურებენ. თუმცა აკრძალვა ეხება მხოლოდ კერძო ავტომობილებს. სასწრაფო დახმარების, კომუნალური მომსახურების მანქანები და ტაქსი აკრძალული არ არის, თუმცა ყველა მათგანი ელექტრომობილია. ამ სოფელში პოლიციაც კი ცხენით ან ველოსიპედით გადაადგილდება.

იდრა, საბერძნეთი

ბერძნულ კუნძულ იდრაზე არც ავტომობილებია და არც მოტოციკლები. ანუ არაფერი ისეთი, რაც ჰაერს აბინძურებს. ამის მიზეზი კი ნაკრძალის სტატუსია, რომელმაც ავტომატურად გამოიწვია აკრძალვა ნებისმიერი სახის ძრავიანი მანქანის გამოყენებაზე. ერთადერთი გამონაკლისი ამ კუნძულზე ნაგვის გადამზიდავი მანქანაა.

ვენეცია, იტალია

ეს კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ბორბლებზე მხოლოდ ჩემოდნები გადაადგილდებიან. 2016 წლიდან აკრძალვაში მოჰყვა ველოსიპედებიც კი. ეს კი შეჯახების თავიდან არიდების და ისედაც ვიწრო ქუჩების გადატვირთულობის მოხსნის გამო მიიღეს. კანონის დამრღვევები 50 ევროთი ჯარიმდებიან. ვენეციაში მხოლოდ გონდოლებით გადაადგილდებიან.

ლამუ, კენია

ინდოეთის ოკეანის ამავე სახელწოდების კუნძულზე განთავსებულ ამ სოფელში ავტომობილები ვერ გაივლიან. ერთადერთი ავტომობილი აქ პოლიციის კომისარს ჰყავს. და ისედაც გზები ფართოც რომ იყოს, ამ ქალაქში შემომსვლელი გზას მაინც ვერ გაიკვლევდა, რადგან სახლები დანომრილი არ არის.

ლა-კუმბრესიტა, არგენტინა

myquiz