იხილეთ თვითმფრინავი, რომელიც სასტუმროდ აქციეს | Allnews.Ge

იხილეთ თვითმფრინავი, რომელიც სასტუმროდ აქციეს

იმ სასტუმროს თუ შეხედავთ, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, სავარაუდოდ, იფიქრებთ, რომ ეს არის უბრალოდ თვითმფრინავი, რომელმაც წარუმატებელი საგანგებო დაშვება პირდაპირ ჯუნგლებში განახორციელა. სინამდვილეში, ეს არის ადგილი, სადაც ღამეში, სულ რაღაც, 260 დოლარის გადახდის შემდეგ, დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

Boeing 727-ი კოსტა-რიკაში, მანუელ ანტონიოს ეროვნულ პარკში მდებარე სასტუმრო Costa Verde-ს მხოლოდ ერთი ნაწილია. სასტუმროს აქვს რესტორანი, რომელიც ასევე სხვა თვითმფრინავის გადაკეთების შედეგად მიიღეს და დამატებით აქვთ ტრამვაიში გაკეთებული რესტორანი.

ამ სასტუმროში დასვენებისას საღამო შეგიძლიათ Boeing 727-ის ფრთაზე დადგმულ მაგიდასთან გაატაროთ. თვითმფრინავის ერთ-ერთი ფრთიდან შესანიშნავი ხედი იშლება პირდაპირ ოკეანეზე. შიგნით კი  კონდენციონერით აღჭურვილი ორი საძინებელი და ორი სააბაზანო ოთახია. გასაოცარია, მაგრამ თვითმფრინავი შიგნიდან ხითაა გაწყობილი. როდესაც შიგნით შედიხართ, ერთადერთი, რაც იმაზე მიუთითებს რომ თვითმფრინავში იმყოფებით, მისი პატარა ილუმინატორებია.

Costa Verde კიდევ ერთი თვითმფრინავის მოპოვებას და მისგან საკონფერენციო ოთახის გაკეთებას გეგმავს, უკვე დღეს კი ისინი კერძებს, არც მეტი არც ნაკლები, პილოტის კაბინაში ამზადებენ.

myquiz