ადგილები, რომლებიც აჭარაში დასვენების დროს უნდა მოინახულოთ | Allnews.Ge

ადგილები, რომლებიც აჭარაში დასვენების დროს უნდა მოინახულოთ

ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და საზღვაო კურორტებს შორის ბათუმი წელსაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს აჭარის რეგიონი ვიზიტორებს და როგორ გავხადოთ დასვენება უფრო მრავალფეროვანი, - ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს" დირექტორი თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- რა შესაძლებლობებს სთავაზობს ბათუმი ტურისტებს იმისათვის, რომ დასვენება რაც შეიძლება მრავალფეროვანი გამოვიდეს? თუ არის მოთხოვნა, რომ ზღვის კურორტზე მყოფმა დამსვენებელმა ამავდროულად მთაც მოინახულოს და ამისათვის შორ მანძილზე არ მოუხდეს წასვლა?

- ჩვენი მხრიდან ამ კუთხით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ბათუმის და ზოგადად, აჭარის რეგიონის ყველაზე ძლიერი მხარე არის მთისა და ზღვის სიახლოვე. მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარშრუტების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ. გამოიკვეთა საკმაოდ მრავალფეროვანი მარშრუტები, რომელთა შეთავაზებაც ტურისტებისთვის შეგვიძლია.

ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში ნებისმიერ ლოკაციაზე შესაძლებელია სამსაათ-ნახევარში მისვლა და ერთი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ადგილების ნახვა. კულტურული ტურებით დაინტერესებულ ვიზიტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ - მაჭახელას ხეობა, სხალთისა და ხიხანის მიმართულება. სოფლის ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ - სოფელ მერისის, ნიგაზეულის, გობრონეთის, სახალვაშოს და ჩაისუბნის მიმართულებებით არსებული მარშრუტებით. ღვინის ტურიზმის მოყვარულები აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედის მუნიციპალიტეტს და მოინახულონ ისეთი სოფლები, როგორიცაა - ვაიო, პირველი მაისი, აჭარის წყალი, დანდალო, გეგელიძეები და ა.შ. პოპულარულია აგრეთვე ეკო-ტურიზმის მარშრუტები - მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკი და ისპანის ჭაობი. გარდა ამისა, მოკლე საველოსიპედო გასვლებისთვის ძალიან საინტერესო ლოკაციებია მირვეთის ველო მარშრუტი და თხილნარ-ჭარნალის ტერიტორია.

- მათ, ვისაც მაღალმთიან აჭარაში რამდენიმედღიანი სათავგადასავლო მარშრუტით სარგებლობა სურთ, რომელი ადგილების ნახვას ურჩევთ?

- ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ძალიან საინტერესოა ჩირუხის, ხიხანის და გოდერძის მიმართულებები. ასევე ქობულეთში ტბიყელის ტბა, რომელიც გამორჩეულად ლამაზია. დასახელებული ადგილები 2-3 დღიანი მარშრუტებია, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ "ინტერპრესნიუსზე"

myquiz