რამდენს ხარჯავენ ქართველები დასვენებაში და რამდენი პროცენტი ვერ ახერხებს მთელი წელი დასასვენებლად წასვლას | Allnews.Ge

რამდენს ხარჯავენ ქართველები დასვენებაში და რამდენი პროცენტი ვერ ახერხებს მთელი წელი დასასვენებლად წასვლას

გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% კი - დასვენებას საერთოდ ვერ ახერხებს, აქედან ყველაზე მეტი - 46% 65 წელს ზევით რესპოდენტები არიან. ამის შესახებ "ეისითის" მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა. კერძოდ, ამ მიზეზს გამოკითხულთა 63% ასახელებს, მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით.

"დროის უქონლობის გამო დასვენებას ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხული პირები; ფულის უქონლობის გამო კი, 65 წელს ზევით რესპოდენტები ვერ ახერხებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დროის უქონლობის გამო, უფრო მეტად კაცები ვერ ახერხებენ დასვენებლად წასვლას, ვიდრე ქალები, ხოლო ფულის უქონლობა ქალებს მეტად აბრკოლებს, ვიდრე კაცებს.

იმ რესპოდენტთა უმეტესობა - 55%, ვინც დასვენებას ახერხებს, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს, თითქმის ამდენადვე პოპულარულია სამთო კურორტები, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%) .. განაგრძეთ კითხვა

myquiz