რამდენი უნდა გადაუხადოთ მიმტანებსა და ტაქსის მძღოლებს სხვა ქვეყნებში? | Allnews.Ge

რამდენი უნდა გადაუხადოთ მიმტანებსა და ტაქსის მძღოლებს სხვა ქვეყნებში?

იმის განსაზღვრა, რამდენი ე.წ ჩაი (ზედმეტი ფული) უნდა დატოვო და როდის უნდა დატოვო, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის შემთხვევაშიც საკმაოდ რთულია. მაგრამ სხვა ქვეყანაში, სადაც წესები და პრაქტიკა განსხვავებულია, "ჩაის" დატოვება შესაძლოა, წესების მთელ ჯაჭვთან იყოს დაკავშირებული.

მაგალითად, ამერიკა ცნობილია რესტორანში "ჩაის" დატოვების პრაქტიკით, მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამ პრაქტიკას საერთოდ არ ცნობენ, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში "ჩაის" დატოვება უზრდელობადაც კი ითვლება. ყველაზე დიდ სირთულეს ის ქვეყნები წარმოადგენს, სადაც "ჩაის" დატოვება გავრცელებული პრაქტიკა არ არის, თუმცა ტურისტულ ზონებში გაწეული მომსახურებისთვის სიმბოლურ თანხას მაინც ელიან.

როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური ამ ვითარებაში?

საბედნიეროდ, მოგზაურის დაზღვევის ვებსაიტმა GoCompare-მა განსაზღვრა, რამდენი უნდა დაუტოვოთ რესტორნის მომსახურე პერსონალსა და ტაქსის მძღოლებს მსოფლიოს სხვადასხავა ქვეყანაში.

აირიდეთ თავიდან უხერხული სიტუაცია და გაიგეთ, რომელ ქვეყანაში რამდენი" ჩაის" დატოვება მიიჩნევა მიღებულად.

აბუ დაბი

"ჩაის" დატოვება რესტორანში: აბუ დაბის რესტორნებში თქვენგან "ჩაის" არ ელიან, თუმცა თუ ამას გააკეთებთ, ისინი ჟესტს აუცილებლად დააფასებენ. კარგი მომსახურებისთვის შეგიძლიათ დატოვოთ 2.72$, ძალიან კარგი მომსახურებისთვის კი 5.45$

ტაქსიში: მთლიან ღირებულებას შეგიძლიათ დაახლოებით 1,36 დოლარი დაამატოთ.

ავსტრია

"ჩაის" დატოვება რესტორანში: ავსტრიის ბევრ რესტორანში ანგარიში მოიცავს გადასახადს და მომსახურების საფასურსაც, რომელიც ჩეკზე აღნიშნული იქნება. ამიტომ გადახდის დროს ჩვეულებრივი მომენტია, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი დააჯამოთ და გადაიხადოთ.

ტაქსიში: მოგზაურობის საფასურს უნდა დაამატოთ კიდევ 10%.

ავსტრალია

"ჩაის" დატოვება რესტორანში: ავსტრალიაში რესტორანში ჩაის დატოვება აუცილებელი არ არის, თუმცა შეგიძლიათ დატოვოთ გადახდილი თანხის 10%, თუ მიიჩნიეთ, რომ მომსახურება ძირითადად კარგი იყო.

ტაქსიში:  აქ ზედმეტი ფულის დატოვებას არ ელიან.

ბელგია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  მომსახურების საფასური, რომელიც 10 ან 15 პროცენტს გულისხმობს, ისედაც შეტანილია ანგარიშში, ამიტომ "ჩაის" დატოვებას არ ელიან.

ტაქსიში: "ჩაის" დატოვება ტაქსიში მიზანშეწონილი არ არის და მას არც ელიან, თუმცა, გადახდილი თანხა შეგიძლიათ დაამრგვალოთ.

ბულგარეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში დატოვეთ ან გადასახდელი თანხის 10% ან ანგარიში დაამრგვალეთ მოსახერხებელ თანხამდე. ბარში შეგიძლიათ დატოვოთ 0.59$-დან 1.19-მდე.

ტაქსიში:  უბრალოდ დაამრგვალეთ საფასური.

კანადა

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში ჩვეულებრივი მომსახურებისთვის შეგიძლიათ დატოვოთ გადასახდელი თანხის 15%-დან 20%-მდე. გამორჩეულად კარგი მომსახურებითვის - 25%, ცუდი, არადამაკმაყოფილებელი მომსახურებისთვის 5-დან 10 პროცენტამდე. ბარში "ჩაის" სახით გადასახდელი თანხის 10-დან 20%-მდე დატოვეთ ან უთხარით, რომ ხურდა არ გსურთ.

ტაქსიში: მთლიანი ღირებულების 10-დან 20 პროცენტამდე.

ჩინეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  ჩინეთში ბევრი რესტორნის პოლიტიკის თანახმად "ჩაი" საერთოდ არ უნდა დატოვოთ, მისი შეთავაზება კი შესაძლოა უზრდელობაშიც ჩაგითვალონ.

ტაქსიში: ტაქსის მძღოლები ხშირად არ იღებენ "ჩაის".

ხორვატია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  ხორვატიაში ანგარიში, რომელსაც მოგიტანენ, ხშირად უკვე მოიცავს გადასახადსაც და "ჩაისაც", ამიტომ დამატებით ფულის დატოვება აუცილებელი არ არის, თუმცა, გადასახდელი თანხის 10%-ის დატოვება კარგი ტონია თუ მომსახურება ამას ნამდვილად იმსახურებდა. ხურდის დატოვება და გადასახადის მოსახერხებელ თანხამდე დამრგვალება მიღებულია ბარებში.

ტაქსიში:  ტაქსის მძღოლებს საფასურის მიღმა ფულს როგორც წესი, ამ ქვეყანაში არ უტოვებენ.

ჩეხეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  ანგარიშის 10-დან 15 პროცენტამდე რესტორნის შემთხვევაში, ხოლო ბარში არ გამოართვათ ხურდა ან დაამრგვალეთ გადასახადი მოსახერხებელ თანხამდე.

ტაქსიში:  "ჩაის" დატოვება აუცილებელი არ არის.

დანია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  მომსახურების საფასური უკვე შეტანილია ანგარიშში, თუმცა კარგი მომსახურებისთვის დატოვებული 10% მოწონებას დაიმსახურებს.

ტაქსიში:  "ჩაის" მიღებას ტაქსის მძღოლები არ ელიან, თუმცა ამ ჟესტს დააფასებენ. შეგიძლიათ, საფასური უახლოეს თანხამდე დაამრგვალოთ.

ეგვიპტე

"ჩაის" დატოვება რესტორანში: ანგარიშის 10%-ზე მეტი.

ტაქსიში: ხანმოკლე მგზავრობისთვის ტაქსის მძღოლები "ჩაის" არ ელიან, თუმცა თუ მგზავრობა ხანგრძლივი აღმოჩნდა და რამდენჯერმე გაჩერება მოგიხდათ, საერთო ღირებულებას კიდევ 10 პროცენტი დაუმატეთ.

საფრანგეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  1.16 დოლარი ნებისმიერ რესტორანში, 23.22 დოლარი კი რესტორანში, რომელშიც რეგულარულად დადიხართ და ანგარიშის 5% –  მყუდრო რესტორანში.

ტაქსიში: ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასურის 10% უნდა დაუტოვოთ.

ფინეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  ფინეთის რესტორნებში ჩაის დატოვება ჩვეულებად არ მიიჩნევა, თუმცა კარგი მომსახურებისთვის მცირე რაოდენობის ჩაის დატოვება მაინც შეგიძლიათ, რომელიც გადასახდელი თანხის 5-დან 10 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. ბარში კარგი ჟესტია თუ მცირე რაოდენობის ხურდას მაინც დატოვებთ.

ტაქსიში:  "ჩაის" დატოვება ტაქსიში ჩვეულებრივი მომენტი სულაც არ არის, თუმცა გადასახადის მოსახერხებელ თანხამდე დამრგვალება კარგ ჟესტად ითვლება

გერმანია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  მომსახურების ღირებულება აქ მენიუს საფასურში შედის, თუმცა, გადასახადის დამრგვალება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ტაქსიში:  მგზავრობის ღირებულების 5-დან 10%-მდე ტაქსის მძღოლს შეგიძლიათ დაუტოვოთ.

საბერძნეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  "ჩაის" დატოვებას არ ელიან, თუმცა, სასურველია, გადასახდელი თანხა დაამრგვალოთ, განსაკუთრებით, როდესაც ანგარიშსწორებას ნაღდი ფულით ახდენთ.

ტაქსიში:  "ჩაის" დატოვება აუცილებელი არ არის, თუმცა როგორც წესი, ტაქსის მძღოლები მას ტურისტებისგან ელიან

ისლანდია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  მომსახურების საფასური ანგარიშში უკვე შეტანილია, ამიტომ "ჩაის" დატოვებას არასდროს ელიან, თუმცა, სიხარულით იღებენ.

ტაქსიში:  ჩვეულებრივ, "ჩაის" არ ტოვებენ.

ინდოეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში შეგიძლიათ დატოვოთ გადასახადის 5-დან 10 პროცენტამდე, დამოკიდებულია მომსახურების ხარისხზე.

ტაქსიში:  ჩაის დატოვება ჩვეულება არ არის, თუმცა შეგიძლიათ გადასახადი დაამრგვალოთ.

ირლანდია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  იმ შემთხვევაში თუ მომსახურების საფასური ანგარიშში მითითებული არ არის, შეგიძლიათ მაგიდაზე გადასახადის 10-12,5 პროცენტი დატოვოთ. "ჩაის" არ ელიან ბარებში.

ტაქსიში:  უახლოეს ევრომდე დაამრგვალეთ გადასახადი, ან იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ძალიან დაგეხმარათ, მადლიერების ნიშნად, შეგიძლიათ გადასახადის 5-დან 10 პროცენტამდე დაუტოვოთ.

იტალია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  მომსახურების საფასური ანგარიშის მოტანისას უკვე გათვალისწინებულია, თუმცა კარგი მომსახურებისთვის შეგიძლიათ გადასახადი დაამრგვალოთ.

ტაქსიში:  "ჩაის" დატოვება იშვიათი, თუმცა მოსაწონი შემთხვევაა - ამიტომ შეგიძლიათ თანხა უახლოეს ევრომდე დაამრგვალოთ.

იაპონია

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში "ჩაი" არ დატოვოთ, რადგან ეს გავრცელებული პრაქტიკა არ არის და მასზე შესაძლოა ზრდილობის ფარგლებში უარი გითხრან.

ტაქსიში: "ჩაის" დატოვება აუცილებელი არ არის.

რუსეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  გადასახადის 5-დან 10 პროცენტამდე შეგიძლიათ დატოვოთ.

ტაქსიში: "ჩაის" დატოვება საჭირო არ არის.

სამხრეთ კორეა

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  "ჩაის"დატოვება აუცილებელი არ არის და მას არც ელიან.

ტაქსიში: ტაქსის მძღოლები კმაყოფილები არიან, თუ ეტყვით რომ ხურდა დაიტოვონ, თუმც,ა როგორც წესი, არც ამას ელიან.

თურქეთი

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  გადასახადის 10-15 პროცენტის ადატოვება სავსებით მისაღებია

ტაქსიში: ჩაის დატოვებას არ ელიან, თუმცა თუ გადასახადს დაამრგვალებთ, მძღოლს ნამდვილად გაახარებთ.

გაერთიანებული სამეფო

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში, სადაც მიმტანები გემსახურებიან, როგორც წესი, გადასახადის 10 პროცენტი უნდა დატოვოთ, ზოგიერთ რესტორანში 10-12,5 პროცენტის ოდენობის მომსახურების გადასახადი უკვე გათვალისწინებულია. ბარმენები თქვენგან "ჩაის" არ ელიან, თუმცა შეგიძლიათ, 1.32 დოლარი დაუტოვოთ.

ტაქსიში: "ჩაის" დატოვება აუცილებელი არ არის, თუმცა თანხის დამრგვალება მიღებული პრაქტიკაა.

აშშ

"ჩაის" დატოვება რესტორანში:  რესტორანში გადასახადის 15-20 პროცენტი დატოვეთ, დამოკიდებულია მომსახურების ხარისხზე. თუ მომსახურება ცუდი იყო, ჩვეულებრივი მომენტია, რომ მცირე რაოდენობის ჩაი დატოვოთ, მაგალითად 10%. ბარმენებს თითო სასმელზე 1 დოლარი ან მთელი ანგარიშის 15-20 პროცენტი უნდა დაუტოვოთ.

ტაქსიში: ღირებულების 10-15 პროცენტი - დამოკიდებულია მომსახურებაზე.

მომზადებულია Businessinsider-ის მიხედვით

myquiz