ერთადერთი აეროპორტი, სადაც თვითმფრინავები სანაპიროზე ეშვებიან | Allnews.Ge

ერთადერთი აეროპორტი, სადაც თვითმფრინავები სანაპიროზე ეშვებიან

მსოფლიოში ერთადერთი აეროპორტი რომლის თვითმფრინავები სანაპიროზე ჯდება შოტლანდიაში, ბარას კუნძულზე მდებარეობს. ის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც აეროპორტადაა დასახელებული.

ამ აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავის მგზავრები ფეხს სველ ქვიშაზე დგამენ. მოქცევის დროს აეროპორტის ასაფრენი ბილიკები წყლის ქვეშ ექცევა. ამიტომ, როგორც წესი, ფრენები მიქცევა-მოქცევის ცვალებადობის მიხედვით არის დაგეგმილი.

ქვიშაზე არსებული ასაფრენი ბილიკი იმას გულისხმობს, რომ ამ აეროპორტში მხოლოდ მცირე ზომის პროპელერის მქონე თვითმფრინავებს შეუძლიათ დაშვება და შესაბამისად, აფრენაც. ერთხელ იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ფრენის განხორციელებისთვის ასაფრენი ბილიკიდან ზვიგენის გაყვანა გახდა აუცილებელი.

myquiz