მსოფლიოში პირველი საერთაშორისო მეტრო კოპენჰაგენიდან მალმემდე აშენდება | Allnews.Ge

მსოფლიოში პირველი საერთაშორისო მეტრო კოპენჰაგენიდან მალმემდე აშენდება

დანიის ქალაქ კოპენჰაგენსა და შვედეთის ქალაქ მალმეს მსოფლიოში პირველი საერთაშორისო მეტროს აშენება სურთ. ქალაქების მთავრობები აპირებენ 4 მილიარდი ევრო დახარჯონ პროექტზე, რომელსაც მსოფლიოში პირველ საერთაშორისო მეტროს უწოდებენ.

საუბარია მდინარე ერესუნის ქვეშ 22-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ორ ქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ერესუნის ხიდზე ამჟამად მოძრაობს მატარებელი, რომლითაც კოპენჰაგენიდან მალმეში ჩასვლა 35 წუთშია შესაძლებელი.

თუმცა ამ პროექტის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ შემდეგ ათწლეულში კიდევ ერთი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. Fehmarn Belt Fixed Link – 18-კილომეტრიანი გზა და სარკინიზგო გვირაბი, რომელიც 2028 წელს გაიხსნება და ერთმანეთთან სამხრეთ დანიასა და ჩრდილოეთ გერმანიას დააკავშირებს.

"მეტროს აშენება შესაძლებლობას მისცემს შვედეთს და დანიას, გამოიყენონ Fehmarn Belt Fixed Link-ის სრული პოტენციალი და სარგებელი. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ უფრო მნიშვნელოვანი წერტილი ევროპის რუკაზე", - განაცხადა მალმეს მერმა კატრინ სტიერნფელდტ ჯამემ.

წყარო: euronews.com

myquiz