რესტორნები, სადაც უფასოდ ჭამაა შესაძლებელი - იხილეთ უცნაური კვების ობიექტები მსოფლიოში | Allnews.Ge

რესტორნები, სადაც უფასოდ ჭამაა შესაძლებელი - იხილეთ უცნაური კვების ობიექტები მსოფლიოში

ტოკიოში 2015 წლიდან არსებობს რესტორანი, სადაც სადილობა შეუძლია მათაც, ვისაც ფული არ აქვს. უბრალოდ მათ 50 წუთით სამზარეულოში უნდა წაიმუშაონ, ხოლო გასამრჯელოს ნაცვლად მიიღებენ თავიანთ კუთვნილ პორციას. რესტორანი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში, რომლებსაც არ აქვთ საშუალება რესტორნებში ფული დახარჯონ.

აშშ-ში, Big Texan Steak Ranch Amarillo-ში შესალებელია ორკილოიანი სტეიკის უფასოდ მირთმევა. თუმცა არსებობს ერთი სავალდებულო პირობა - სტეიკის ჭამა ერთ საათის განმავლობაში უნდა დაამთავრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ მისი საფასურის გადახდა.

ამსეტრდამში, რესტორან "Eenmaal"-ში ყველა მაგიდა განკუთვნილია მხოლოდ ერთი სტუმრისთვის. დაწესებულება ზუსტად ისეთ კლიენტებზეა ორიენტირებული, ვისაც მარტო სადილობა უყვართ.

ფინეთში, ლაპლანდიაში არის რესტორანი, რომელიც მთლიანად აგებულია ყინულისა და თოვლისგან. დაწესებულებაში ტემპერატურა 5 გრადუსია. სტუმრებს ტრადიციულ ფინურ საჭმელებს სთავაზობენ. რესტორანი მოქმედია მხოლოდ ზამთარში, ამიტომ მისი ყოველწლიურად განახლება ხდება.

გინესების წიგნში შეტანილია, ერთ-ერთი რესტორანი დუბაიში, რომელიც ბურჯ ხალიფას კოშკის მწვერვალზე, 122-ე სართულზე მდებარეობს და მიწიდან დაშორებულია 422 მეტრზე. ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი რესტორანია.

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ რესტორან "ნინძას" ნიუ-იორკში. რესტორანში სიტუაცია შუა საუკუნეების იაპონურ სოფელს ჰგავს. მაგიდებთან სტუმრები მიწისქვეშა ლაბირინთებით მიჰყავთ, ხოლო მიმტანები მათ ნინძის ფორმაში, სრული საბრძოლო აღჭურვილობით გამოწყობილები ემსახურებიან.

ფინეთის ქალაქ იასალმიში არის რესტორანი Kuappi Iisalmi, რომელიც ყველაზე პატარაა მსოფლიოში. მასში მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამია. ამიტომ Kuappi Iisalmi-ში ადგილს წინასწარ ჯავშნიან. რესტორნის ფართობი მთლიანად დაახლოებით 8 კვადრატული მეტრია, აქედან ნახევარი ფართობი სამზარეულოა და მხოლოდ 3,6 კვადრატულია სასადილო "დარბაზი" . ეს უჩვეულო რესტორანი მიტოვებული რკინიგზის ჯიხურშია განთავსებული. რესტორანში არის ის უპირატესობა, რომ მთელი პერსონალის ყურადღება მობილიზებულია მხოლოდ ერთადერთ მაგიდაზე.

ჩინეთის რესტორან Rising Sun-ში კლიენტებს უფლება აქვთ ოფიციანტებს დაუყვირონ, ესროლონ ჭიქა ან თეფში და თუნდაც დაარტყან.

თუმცა ეს ქმედება ფასიანია. ამ საქციელისთვის კლიენტმა დამატებით დაახლოებით 50 დოლარამდე უნდა გადაიხადოს.
ყოველ ქალს სურს თავი პრინცესად იგრძნოს. ასეთ საშუალებას იძლევა რესტორანი "პრინცესას გული", ტოკიოში. სტუმარი ქალბატონები სხედან სამეფო ტახტზე, თავზე გვირგვინი ადგათ, ხოლო ოფიციანტები მოსამსახურეების ფორმაში არიან გამოწყობილები. გასაკვირი არაა, რომ ამ რესტორანში თავისუფალი ადგილები, ფაქტობრივად, არასდროს არაა.

ბანგკოკში, რესტორან Hajim-ში ოფიციანტები საერთოდ არ ჰყავთ. ოფიციანტებს წარმატებულად ცვლიან რობოტები, რომლებიც დარბაზში თავისუფლად მოძრაობენ. მათ არა მარტო შეკვეთის მოტანა შეუძლიათ, არამედ თუ კლიენტის სურვილი იქნება, რობოტი ოფიციანტები უმღერებენ ან უცეკვებენ კიდეც.

ნიუ-იორკის რესტორანში Eat პარასკევობით და შაბათობით მოქმედებს სრული სიჩუმის რეჟიმი. ამ დღეებში სტუმრებს მკაცრად ეკრძალებათ საუბარი. ვინც ამ წესს დაარღვევას, სასჯელი ელის - მას საკუთარი კერძის დამთავრება გარეთ, რესტორნის გვერდით მდებარე სკამზე მოუწევს.

myquiz