სად უნდა ვიმოგზაუროთ იანვარში, თებერვალსა და მარტში იაფად? | Allnews.Ge

სად უნდა ვიმოგზაუროთ იანვარში, თებერვალსა და მარტში იაფად?

მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის რომელი დრო და თვეა, რადგან მსოფლიოში ერთი ადგილი მაინც არსებობს, სადაც სამოგზაუროდ წასვლა ზუსტად ამ თვეშია იდეალური.

გამოცემა Thisisinsider-ი მოგზაურობის მოყვარულებს თითოეული თვის შესაბამის მიმართულებას ურჩევს. კერძოდ:

იანვარი

გამოცემა გვირჩევს, რომ 2018 წელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი "დიდი კანიონის" ნახვით დავიწყოთ. აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი არიზონას შტატში მდებარეობს. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ კანიონსა და მდინარე კოლორადოს. კანიონი მთელი წლის განმავლობაში ღიაა, თუმცა მის სანახავად შესანიშნავი დრო იანვრის მეორე ნახევარია. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის დღის აღსანიშნავად კი კანიონში შესვლა უფასოა.

მეორე ადგილი, რომელსაც გამოცემა გვირჩევს ინდონეზიის კუნძული ბალია. ის ამავე დროს ინდონეზიის პროვინციაც არის. ბალის შეგიძლია იმაზე იაფად ესტუმრო, ვიდრე ფიქრობდი. იანვარში სასტუმროების ფასები აქ 50 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს.

თებერვალი

წელიწადის მეორე თვე საუკეთესო დროა მექსიკაში, კერძოდ ქალაქ კანკუნში სამოგზაუროდ. როგორც გამოცემა წერს კანკუნში რომანტიკული მოგზაურობა უმჯობესია გაზაფხულის დადგომამდე დაგეგმოთ.

თებერვალი სან-ფრანცისკოს სტუმრობისთვისაც შესანიშნავი დროა. სინამდვილეში აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო იაფი ნამდვილად არ არის, იგი ძვირად ღირებულ მიმართულებებშიც კი მოხვდა. თუმცა, თებერვალი ამ ქალაქში სამოგზაუროდ ყველაზე იაფია. სან-ფრანცისკოში სასტუმროების ფასი 145 დოლარს შეადგენს. გოლდენ-გეიტის სრუტეზე მდებარე დაკიდულ ხიდზე გადასხვლა კი უფასოდ შეგეძლებათ.

მარტი

ვიეტნამი ზოგადად ტროპიკულ მიმართულებებში ყველაზე იაფია, თუმცა, გამოცდილი მოგზაურები ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ მარტს გვირჩევს. ამის მიზეზი კი ამინდია. მარტში ჰაერის ტენიანობა მცირდება, შესაბამისად „აზიის პარიზად“ წოდებულ ქვეყანაში კერძოდ ქალაქ ხოშიმინიში მოგზაურობა უფრო სასიამოვნო იქნება.

ამასთან, გამოცემა Thisisinsider-ი გვირჩევს, რომ მარტში ლონდონში წასასვლელად იდეალური დროა. ვიეტნამის მსგავსად ამინდის კუთხით ლონდონში მარტი იდეალურია. ამ თვეში ნისლისა და წვიმის ქალაქში შედარებით ნაკლები წვიმა და ნისლია.

myquiz