საქართველოს პასპორტი 2018 წლის მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა | Allnews.Ge

საქართველოს პასპორტი 2018 წლის მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

Henley Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, გერმანიის პასპორტი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა.

გერმანია უკვე მეხუთე წელია ლიდერობს რეიტინგში, რომელიც იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

გერმანიის მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ 177 ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1 ქვეყნით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წყალობით რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა უკრაინამ (59-დან 44-ე ადგილზე) და საქართველომ (67-დან 53-ე ადგილზე) დააფიქსირეს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 15 ყველაზე ძლიერ პასპორტს და მათი მფლობელებისთვის უვიზოდ ხელმისაწვდომი ქვეყნების რიცხვს: იხილეთ გაგრძელება

myquiz